Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომურ ელექტროსადგურზე გრძელდება საავარიო სამუშაოები


იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა დაიიჩიზე" კვლავინდებურად ცდილობენ რეაქტორთა გადახურების შეჩერებას. სამხედრო ვერტმფრენები მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მესამე რეაქტორზე ტონობით წყალს აფრქვევენ. ამავე დროს, მიმდინარეობს მუშაობა სადგურისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად, რის შემდეგაც სტიქიური უბედურებისას გათიშული გაცივების სისტემა ამუშავდება. ელექტროსადგურზე რადიაციის დონე მცირდება, მაგრამ უმნიშვნელოდ.
XS
SM
MD
LG