Accessibility links

დღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა


თუ საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებებს წარმატებით არ შეასრულებს, ევროპის დახურული კარის წინაშე აღმოვჩნდებით, - ამის შესახებ, როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იუწყება, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა. მან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის "მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის" პრეზენტაციაში, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა. დიმიტროვმა აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისია ერთი მედლის ორი მხარეა და ერთმანეთის გარეშე მათი წარმატებით შესრულება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG