Accessibility links

logo-print

”ფუკუსიმა დაიიჩიზე” გრძელდება საავარიო სამუშაოები


სამხედრო ვერტმფრენები მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მესამე რეაქტორზე ტონობით წყალს აფრქვევენ

სამხედრო ვერტმფრენები მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მესამე რეაქტორზე ტონობით წყალს აფრქვევენ

იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურ ”ფუკუსიმა დაიიჩიზე” კვლავინდებურად ცდილობენ რეაქტორთა გადახურების შეჩერებას. სამხედრო ვერტმფრენები მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მესამე რეაქტორზე ტონობით წყალს აფრქვევენ. ამავე დროს, მიმდინარეობს მუშაობა სადგურისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად, რის შემდეგაც სტიქიური უბედურებისას გათიშული გაგრილების სისტემა ამუშავდება. ელექტროსადგურზე რადიაციის დონე მცირდება, მაგრამ უმნიშვნელოდ.

ტოკიოში საქართველოს საელჩოს განმარტებით, იაპონიაში არსებული ვითარების შესახებ მისგან ინფორმაციას მუდმივად იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც სიტუაციის გართულების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის, მათ შორის მოქალაქეთა ევაკუაციის გადაწყვეტილებას. ელჩის, რევაზ ბეშიძის, განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება კიდევ ერთი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეთა გადაყვანას იაპონიის სამხრეთ რაიონებში. საელჩოს მონაცემებით, ამჟამად იაპონიაში იმყოფება საქართველოს 51 მოქალაქე, რომელთაგან სამი სამშობლოში დაბრუნებას 18-19 მარტს გეგმავს.
XS
SM
MD
LG