Accessibility links

logo-print

გაეროს წარმომადგენელი ბაჰრეინს ადამიანის უფლებების „შოკისმომგვრელ“ დარღვევაში ადანაშაულებს


ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნეივი პილაიმ დღეს განაცადა, რომ ბაჰრეინიდან „შოკისმომგვრელ“ ინფორმაციას იღებს საპროტესტო აქციების მონაწილეების და ექიმების დაპატიმრების, მკვლელობის და ცემის შესახებ. პილაიმ ასევე საგანგაშოდ მიიჩნია ბაჰრეინში საავადმყოფოებზე სამხედრო კონტროლის დამყარება - რასაც ის „უკანონოს“ უწოდებს. ოთხშაბათს ბაჰრეინში უსაფრთხოების ძალებმა ტანკების და ვერტმფრენების გამოყენებით დაშალეს საპროტესტო აქცია. ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ბაჰრეინის მთავრობას ადანაშაულებს აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის „სისტემატურ და გადაჭარბებულ“ გამოყენებაში, რასაც მინიმუმ 12 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყანამ ბაჰრეინიდან თავისი ელჩი გაიწვია, ძირითადად შიიტი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გასაპროტესტებლად სუნიტების მმართველობის ქვეშ მყოფ ამ ქვეყანაში. სირიის მედიის ცნობით, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვალიდ ალ-მოალემი დღეს ირანში ჩავა და ბაჰრეინში შექმნილ ვითარებაზე შეხვედრებს გამართავს.
XS
SM
MD
LG