Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღში სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეები გაცვალეს


სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ტყვეთა გაცვლის ოპერაცია ჩაატარეს - რაც, ბევრის აზრით, ორ მეტოქე მეზობელს შორის გაზრდილი დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. აზერბაიჯანელი ჯარისკაცი სომეხ სამოქალაქო პირზე გაცვალეს. ამასთან, აზერბაიჯანმა დაუკონკრეტებელ, მესამე ქვეყანას გადასცა სამი სომეხი ჯარისკაცი. ტყვეთა გასვლის ოპერაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG