Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ტიბეტელი ბერი თავის დაწვის შედეგად გარდაიცვალა


ტიბეტელი ბერი, რომელმაც ჩინეთის დასავლეთ რეგიონში - სიჩუანის პროვინციაში - თავი დაიწვა, გარდაიცვალა. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, სინხუას ცნობით, ბერი - სახელად ფუნტსოგი - დღეს დილით გარდაიცვალა, თავის დაწვის აქტიდან 10 საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. უცხოეთში მცხოვრები ერთ-ერთი ტიბეტელი ბერის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ფუნტსოგმა ცეცხლი წაიკიდა, ის პოლიციამ წიხლებით სცემა - რასაც ასობით ბერის და სხვა პირის საპროტესტო აქცია მოჰყვა. შემთხვევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დაძაბულობა, რომელიც არსებობს ტიბეტსა და ჩინეთის ტიბეტელებით დასახლებულ დასავლეთ რეგიონებში.
XS
SM
MD
LG