Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: ლიბიაში ინტერვენცია ჯერ კიდევ შესაძლებელია


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს განაცხადა, რომ მისი აზრით ჯერ კიდევ არ არის გვიან ლიბიაში ინტერვენციის მოსახდენად - თუმცა ბევრი რამ გაეროზეა დამოკიდებული. რასმუსენი ამ განცხადებით ვარშავაში გამოვიდა, იმ ფონზე, როცა ლიბიელი სამოქალაქო პირების დაცვის მიზნით ქვეყნის თავზე ფრენის აკრძალვის მომხრეები ამ საკითხზე დღეს მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოში ცდილობენ კენჭისყრის გამართვას. რუსეთი და ჩინეთი - უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრები - სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას ყოყმანით ხვდებიან. პარალელურად, ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მუამარ კადაფის მომხრეები მიადგნენ ბენღაზის - ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე, ოპოზიციის მთავარ ბასტიონს. ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG