Accessibility links

იაპონიაში ცდილობენ დაზიანებული ბირთვული რეაქტორების გაციებას


იაპონიაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს მიწისძვრით დაზიანებული ბირთვული რეაქტორების გასაციებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული საწვავის ღეროების დნობა. ფუკუსიმის საწარმოს გადახურებულ რეაქტორს ტონობით წყალს ასხამენ სამხედრო ვერტმფრენებიდან და პოლიციის მანქანებიდან. საწარმოს თანამშრომლები ცდილობენ ელექტრომომარაგების აღდგენას, რეაქტორების გასაციებელი სისტემის ასამუშავებლად. ამასობაში, გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, იუკია ამანო იაპონიაში გაემგზავრა ექსპერტების გუნდთან ერთად, ვითარების ადგილზევე შესასწავლად. რადიაციის საფრთხის გამწვავების გამო, სულ უფრო მეტი ქვეყნის მთავრობები ურჩევენ თავიანთ მოქალაქეებს იაპონიიდან გამგზავრებას.
XS
SM
MD
LG