Accessibility links

logo-print

გერმანიაში დანაშაულად გამოცხადდა იძულებით ქორწინება


გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლითაც დანაშაულად ცხადდება იძულებით ქორწინება. კანონი სასჯელის სახით ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრ ჰანს-პეტერ ფრიდრიხის განცხადებით, ახალი კანონი ნიშნავს იმას, რომ ხალხი, ვინც სხვებს ქორწინებას აიძულებს, ამას ვეღარ გაამართლებს კულტურული, ან რელიგიური ტრადიციებით. ახალი კანონით იმიგრანტებს, ვინც სხვა ქვეყანაში წაიყვანეს საიმისოდ, რომ დაქორწინება აიძულონ, შეუძლიათ გერმანიაში დაბრუნდნენ და იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ მეუღლის გარეშე.
XS
SM
MD
LG