Accessibility links

აშშ-ისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ 35 ადამიანის დახოცვის გამო


პაკისტანის ხელისუფლება ბოდიშის მოხდასა და განმარტებას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატებისაგან უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული იერიშის გამო, რასაც 35 ადამიანი ემსხვერპლა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ და არმიის გენერალური შტაბის უფროსმა დაგმებს 15 მარტს განხორციელებული თავდასხმა დატა ხელის რეგიონში. ქვეყნის უშიშროების სამსახურის წარმომედგენლების მიერ ადრე გავრცელებული განცხადებით, უპილოტო თვითმფრინავებმა რაკეტები დაუშინეს თალიბანის ბანაკს დასახლება დატა ხელში, რომელიც ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარეობს. თუმცა, როგორც პაკისტანის არმიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იერიში არა თალიბების ბანაკზე, არამედ უკონტროლო რეგიონების უხუცესების საბჭოს შეკრებაზე განხორციელდა.
XS
SM
MD
LG