Accessibility links

logo-print

იემენში სამხედროებმა 20 დემონსტრანტი მოკლეს


იემენის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონსტრაციას დედაქაქ სანააში, სადაც დაახლოებით 20 კაცი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა. სროლა მას შემდეგ ატყდა, რაც უსაფრთხოების ძალებმა სცადეს შეეჩერებინათ დემონსტრანტები, რომლებიც სანაას უნივერსიტეტის ახლომდებარე სკვერიდან მსვლელობის გამართვას აპირებდნენ. იემენში მთელი თვის განმავლობაში გრძელდება გამოსვლები, რომლის მონაწილეები მოითხოვენ გადადგეს პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, რომელიც ქვეყანას 32 წლის განმავლობაში მართვას.
XS
SM
MD
LG