Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის სამთავრობო ძალები წყვეტენ სამხედრო მოქმედებას


სამოქალაქო პირების თავდაცვის თაობაზე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წყევეტს სამხედრო ოპერაციას. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიბიის საჰაერო სივრცეში შეიქმნება ფრენისთვის აკრძალული ზონა. საბჭოს 15 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ათმა. ხუთმა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის რუსეთმა, ჩინეთმა და გერმანიამ. რეზოლუცია უფლებამოსილებას აძლევს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენენ „ყველა ზომა“ კადაფის მომხრე სამხედრო ძალების თავადასხმებისაგან სამოქალაქო პირების დასაცავად. ამასთან რეზოლუცია გამორიცხავს საერთაშორისო სამხედრო ძალის შეყვანას ლიბიის ტერიტორიაზე. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ალიანსის ელჩები დღეს იმსჯელებენ იმაზე, თუ ქმედებებს განახორციელებს ნატოს გაეროს რეზოლუციის კვალობაზე.
XS
SM
MD
LG