Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: კადაფიმ გაეროს რეზოლუციის პირობები უნდა შეასრულოს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისგან სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ყველანაირი შეტევის შეწყვეტას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიბიას საერთაშორისო სამხედრო ინტერვენცია ემუქრება. თუმცა, ობამამ იქვე აღნიშნა, რომ აშშ „ლიბიაში არ შეიყვანს ქვეით ჯარს“. ობამამ კადაფი გააფრთხილა, რომ თუ ლიბიის თავზე ფრენის ამკრძალავ გაეროს რეზოლუციას სრულად არ დაიცავს, მას სამხედრო ინტერვენცია ემუქრება. „გადაჭრით ვაცხადებ, რომ ეს პირობები მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. მათ შესახებ მოლაპარაკება არ გაიმართება. კადაფი რეზოლუციის პირობებს თუ არ შეასრულებს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას შესაბამისად უპასუხებს - და რეზოლუციის პირობების შესრულების უზრუნველყოფა სამხედრო მოქმედებით მოხდება“ - განცხდა ობამამ. მანამდე ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუსა კუსამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა - როგორც გაეროს ერთ-ერთი წევრი - რეზოლუციის პირობებს შეასრულებს.
ასეთ ფონზე, საკუთრივ ლიბიაში, ოპოზიციის მთავარ ბასტიონში - აღმოსავლეთის ქალაქ ბენღაზიში - რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „ბლეფი“ უწოდეს.
დასავლეთის ქალაქ მისურატაში ექიმები აცხადებენ, რომ კადაფის ძალების მიერ დღეს განხორციელებული ინტენსიური დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 25 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი.
XS
SM
MD
LG