Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში სნაიპერების მიერ მოკლულია სულ მცირე 40 ადამიანი


იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდულა სალეჰმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მას შემდეგ, რაც მთავრობის მხარეს მოქმედმა სნაიპერებმა დედაქალაქ სანააში ანტი-სამთავრობო გამოსვლის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ექიმების და თვითმხილველების ცნობით, სნაიპერები სანაას ცენტრში, სახლების სახურავებიდან ისროდნენ და სულ მცირე 40 ადამიანი მოკლეს. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე სნაიპერი საპროტესტო აქციის განრისხებულმა მონაწილეებმა შეიპყრეს და სახურავებიდან გადმოაგდეს. სალეჰის გადადგომის მოთხოვნით სანააში და სხვა ქალაქებში თვეზე მეტია გრძელდება აქციები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს მხარეებს კრიზისის მოლაპარაკებით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG