Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში რეფერენდუმი მოეწყო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ


ეგვიპტეში დღეს გაიმართა რეფერენდუმი, რომელმაც საკონტიტცუიო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს. რეფერენდუმის ჩატარება გადაწყდა თებერვალში პრეზიდენტ მუბარაქის განდევნის შემდეგ. იუწყებიან რომ ძალიან დიდი იყო მოსახლეობის აქტიურობა. ერთი ინციდენტის დროს, მასამ შეუტია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს და ოპოზიციონერ წამყვან ფიგურას, მოჰამედ ელ ბარადეის, როცა საარჩევნო უბანშიი მივიდა კაიროში.
რეფერენდუმმა სხვათა შორის უნდა დაადგინოს, პრეზიდენტის მხოლოდ ორი ვადით არჩევსი წესი. “მაჰმადიანმა საძმომ“ განაცხადა, რომ მხარს უჭერს დამატებებს, მაგრამ დემოკრატიული რეფორმების მომხრეები ხალხს მოუწოდებენ უარი უთხრან ცვლილებებს, რადგან ისინი საკმარისი არ არის. რეფორმების მომხრეებს სრულიად ახალი კონსტიტუცია სურთ.
XS
SM
MD
LG