Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის ბირთვულ რეაქტორებზე დენის მიწოდების აღდგენას ცდილობენ


აპონიის მთავრობამ გადაწყვიტა აღარ გაიყიდოს სასურსათო პროდუქტი, რომელიც ფუკუსიმის ბირთვული სადგურის არეალში მოჰყვავთ. მიზეზი ისაა, რომ პროდუქტში რადიოაქტიური ნივთირებები აღმოაჩინეს. იაპონელი ინჟინრები განაგრძობენ მუშაობას მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებულ ბირთვულ სადგურ ფუკუსიმაზე. მათ იმედია აქვთ, რომ თუკი ელექროენერგიის მიწოდება აღდგება, ამუშავდება გამაცივებელი სისტემა და თავიდან იქნება აცილებული რადიაციის დიდი რაოდენობით გაჟონვა. ოფიციალური პირები მოელიან, რომ სადგურის ოთხ რეაქტორზე ელექტროდენის მიწოდება აღდგება უკვე დღეს, კვირას კი, ორ დანარჩენზე. იაპონიის მთავრობამ ბირთვული კრიზისის სირთულის საფეხური ხუთამდე გაზარდა. საერთაშორისო სკალა რვასაფეხურიანია. უმაღლესი მეშვიდე საფეხურისა იყო ჩერნობილის ბირთვული კასასტროფა 1986 წელს. მიწისძვრის და ცუნამის შედეგად იაპონიაში დახოცილთა რიცხვმა მიაღწია 7200-ს. დაკარგულად ითვლება 11 ათასი ადამიანი.
XS
SM
MD
LG