Accessibility links

მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა დაიწყეს მოქმედება ლიბიის საჰაერო სივრცეში


საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა დაიწყეს მოქმედება ლიბიის საჰაერო სივრცეში. აქტის მიზანია, ქალაქ ბენღაზიში გამაგრებულ მეამბოხეებზე სამთავრობო ჯარის თავდასხმის თავიდან აცილება. "ჩვენი საჰაერო ძალები წინააღმდეგობას გაუწევენ პოლკოვნიკ კადაფის თვითმფრინავების ყოველ თავდასხმას ბენღაზიზე. ჩვენი თვითმფრინავები უკვე იცავენ ქალაქს ასეთი თავდასხმისგან. საფრანგეთის სხვა თვითმფრინავები მზად არიან წინ აღუდგნენ ტანკებს, რომლებიც შეიძლება დაემუქრონ უიარაღო მოქალაქეებს, განაცხადა სარკოზიმ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს თქვა ევროპის, აშშ-ის, არაბულ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრის შემდეგ პარიზში. ადრე იუწყებოდნენ, რომ საფრანგეთის თვითმფრინავები სადაზვერვო ფრენებს აწარმოებდნენ ლიბიის თავზე. იტალიის სამხედრო ბაზაბზე ჩაფრინდნენ დანიის და აშშ-ის თვითმფრინავები.
ათასობით ადამიანი ტოვებს ლიბიის, მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქ ბენღაზის მას მერე, რაც მთავრობის ჯარმა შეტევა დაიწყო დასავლეთ გარეუბნებში. მთავრობა აცხადებს, რომ მისი ჯარები მხოლოდ თავს იცავენ და უარყოფს ბრალდებას, რომ დაარღვია მის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა. დღეს პარიზში განიხილავენ ლიბიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამხედრო აქციის შესავლებლობას. შეხვედრას ევროკავშირთან ერთად ესწრებიან არაბული ლიგის და აფრიკის კავშირის წარმომადგენლები. მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი.
XS
SM
MD
LG