Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთი პროტეტს გამოთქვამს ირანში მის საკონსულოსთან დემონსტრაციის გამო


საუდის არაბეთმა პროტესტი გამოთქვა „აგრესიის“ მიმართ, რომლის სამიზნე იყო ირანის ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე მისი საკონსულო, რომელსაც ამავე ცნობით, თავს დაესხნენ დემონსტრატები. ირანის მედიის თანახმად, დემონსტრანტებმა, რომლებიც გააბრაზა საუდის არაბეთის ჯარების ბაჰრეინში შეყვანამ, ჩაამსხვრიეს ქალაქ მაშჰადში მდებარე საკონსულოს ფანჯრები და შენობის ჭიშკარზე ბაჰრეინის დროშა აღმართეს. ინციდენტი პარასკევს მოხდა. საუდის არაბეთის ტელევიზიის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკონსულოს დაცვის პასუხიმგებლობა ირანს დააკისრა. საუდის არაბეთის ჯარებმა ამ კვირაში შეიყვანეს ჯარები ბაჰრეინში, შიიტი უმრავლესობის საპროტესტო გამოსვლებისთვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG