Accessibility links

logo-print

ლიბიიდან არ უშვებენ იტალიურ გემს


ლიბიის ხელისუფლებამ დააკავა და ტრიპოლის ნავსადგურიდან არ უშვებს იტალიის გემს. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იკვლევს ვითარებას. გემი ნეაპოლის ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის. მისი ეკიპაჟი რვა იტალიელის, ორი ინდოელი მოქალაქის და ერთი უკრაინელისგან შედგება. კომპანიას კავშირი აქვს დაკავებულებთან. იტალიამ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის მონაწილე ქვეყნებს ნება დართო მოიხმარონ მისი სამხედრო- საჰაერო ბაზები ლიბიის თავზე ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნის გადაწყვეტილების ჩარჩოებში.
XS
SM
MD
LG