Accessibility links

იემენში დახოცილი დემონსტრანტების დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო


იემენის დედაქალაქში დღეს უამრავი ხალხი დაესწრო პოლიტიკური აქტივისტების დასაფლავებას. დღეს დაკრძალეს 28 ადამიანი. სულ 50 ადამიანი მოკლა სნაიპერის ტყვიამ საპროტესტო გამოსვლებისას სანაში.
სანაში. გაეროში ამ ქვეყნის ელჩი თანამდებობიდან გადადგა მთავრობის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების მიმართ პროტესტის ნიშნად. ამ ქვეყნის ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის, აშშ-ის მოკავშირის ალ ყაიდასთან ბრძოლაში, გადადგომას. სალეჰი არ ემხრობა მოწოდებას და აპირებს ვადის გასვლამდე 2013 წლამდე პრეზიდენტის სავარძელში დარჩენას.
XS
SM
MD
LG