Accessibility links

logo-print

რუსეთი და ჩინეთი ლიბიაში ინტერვენციის გამო სინანულს გამოხატავენ


რუსეთმა და ჩინეთმა სინანული გამოხატეს საერთშორისო ძალების ლიბიაში ინტერვენციის გამო და მოწოდება გამოთქვეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, „რაც შეიძლება მალე“. მსგავსი სინანული გამოთქვა ინდოეთმაც. რუსეთმა და ჩინეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, არ გამოიყენეს ვეტოს უფლება და არ გაუწიეს წინააღმდეგობა გაეროს გადაწყვეტილებას, რომელმაც გზა გაუსხნა საერთაშორისო სამხედრო მოქმედებას. რუსეთი და ჩინეთი იმ ხუთ ქვეყანას შორის იყვნენ, რომლებმაც თავი შეიკავეს კენჭისყრის დროს. უშიშროების საბჭოს 10 წევრი მიემხრო აქციას, ცხრა წინააღმდეგი იყო.
XS
SM
MD
LG