Accessibility links

logo-print

ლიბიის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს


ლიბიის არმიის წარმომადგენლმა გამოაცხადა, რომ ყველა სამთავრობო საჯარისო ნაწილი წყვეტს ოპერაციას მეამბოხეთა წინააღმდეგ ადგილობრივი დროით 21 საათზე. განცხადება გავრცელდა მაშინ, როცა საერთაშორისო მედია, მათ შორის ალ ჯაზირა და „ბი-ბი-სი“ იუწყებდნენ ძლიერი საზენიტო ცეცხლის შესახებ ტრიპოლის არელიდან. უფრო ადრე აშშ-ის შეირაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მალენმა განაცხადა, რომ პირველი ფაზა ოპერაციისა წარმატებული იყო და ბენღაზიზე მთავრობის ჯარის სახმელეთო შეტევა შეჩერებულია. თუმცა მალენმა თქვა, რომ ლიბიის მომავალი გაურკვეველია, რადგან კადაფიმ შეიძლება ხელისუფლება არ დათმოს.
XS
SM
MD
LG