Accessibility links

იემენის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა


იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდულა სალეჰმა, კაბინეტი დაითხოვა. დემონსტრანტები მის გადადგომას მოითხოვდნენ. იუწყებიან, რომ მინისტრები თვითონ გადადგნენ უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების გამო.
იემენის დედაქალაქში დღეს უამრავი ხალხი დაესწრო პოლიტიკური აქტივისტების დასაფლავებას. დღეს დაკრძალეს 28 ადამიანი. სულ 50 ადამიანი მოკლა სნაიპერის ტყვიამ სანაში საპროტესტო გამოსვლებისას. გაეროში ამ ქვეყნი ელჩი თანამდებობიდან გადადგა მთავრობის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების მიმართ პროტესტის ნიშნად. ამ ქვეყნის ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის, აშშ-ის მოკავშირის ალ ყაიდასთან ბრძოლაში, გადადგომას. სალეჰი არ ემხრობა მოწოდებას და აპირებს ვადის გასვლამდე, 2013 წლამდე, პრეზიდენტის სავარძელში დარჩენას.
XS
SM
MD
LG