Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის ელექტროსადგურზე გამაგრილებელი სამუშაოები განახლდა


ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური
ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური
იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა დაიიჩიზე" კვლავ გაჩნდა სქელი კვამლი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია მეორე და მესამე ენერგობლოკებზე. მათივე ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის გაგრილების მიზნით ზღვის წყლის ჭავლის გამოყენება და ყველა სხვა სამუშაო რამდენიმე ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა, ამ დროისათვის სამუშაოები განახლებულია. ატომური საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო, ორშაბათს აცხადებდა, რომ სიტუაცია ”ფუკუსიმა დაიიჩიზე” უკიდურესად რთულია, თუმცა მას ეჭვი არ ეპარება, რომ კრიზისი დაძლეული იქნება.
XS
SM
MD
LG