Accessibility links

logo-print

ამრ მუსა „პატივს სცემს“ გაეროს რეზოლუციას ლიბიის შესახებ


არაბული ლიგის გენერალურ მდივან ამრ მუსას განცხადებით, ის „პატივს სცემს“ გაეროს რეზოლუციას, რომელიც იძლევა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელების მანდატს. ამრ მუსამ კაიროში, გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ არაბული ლიგა არ არის ლიბიის ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადების წინააღმდეგი, რადგან ეს ზომა სამოქალაქო პირების დაცვას ემსახურება. კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ამრ მუსამ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ზომებით, რომლებსაც მიმართავენ ფრენისათვის აკრძალული ზონის შემოსაღებად. ბან კი მუნის დღევანდელი განცხადებით, მხოლოდ „ძლიერი და გადამწყვეტი ზომებით“ არის შესაძლებელი იმის მიღწევა, რომ კადაფის რეჟიმმა აღარ ხოცოს სამოქალაქო პირები. ამრ მუსასთან მოლაპარაკების შემდეგ ბან კი მუნი კაიროში, ტეჰრირის მოედანზე იმყოფებოდა, როცა მას კადაფის მომხრე 50-მდე მომხრე შემოეხვია და აიძულა, უკან, არაბული ლიგის შტაბ-ბინაში დაბრუნებულიყო.
XS
SM
MD
LG