Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი: არაბულ ქვეყნებში ძალადობამ დაღი დაასვა ნოვრუზის დღესასწაულს


ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ნოვრუზის დღესასწაულს დაღი დაასვა „მწარე ინციდენტებმა“ ლიბიაში, ბაჰრეინსა და იემენში. ნოვრუზი სპარსულად „ახალ დღეს“ ნიშნავს - ის წუხელ აღინიშნა, როგორც ახალი წლის დასაწყისი ირანში. „იმედი გვაქვს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი დაუყოვნებლივ მოჰგვრის შვებას ბაჰრეინელ ერს, იემენელ ერს, ლიბიელ ერს და ტანჯვით დასჯის ამ ერების მტრებს“, - განაცხადა აიათოლა ხამენეიმ გუშინ, სახელმწიფო ტელევიზიაში გამოსვლისას. მანამდე ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს ნათქვამი აქვს, რომ მხარს უჭერს ლიბიელ ოპოზიციონერებს და გმობს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმს საპროტესტო აქციების მონაწილე სამოქალაქო პირების დახოცვის გამო. თუმცა თეირანი სკეპტიკურად აფასებს კადაფის წინააღმდეგ გაეროს მანდატით განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას.
XS
SM
MD
LG