Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რუსეთში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი რუსეთში ჩავიდა, როგორც ვარაუდობენ, მინისტრის რანგში ამ ქვეყანაში თავისი ბოლო ვიზიტით. სანქტ პეტერბურგში ჩაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, გეიტსმა შეაქო, მისი შეფასებით, „არაჩვეულებრივი“ წინსვლა ბოლო წლებში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების მხრივ. გეიტსი, სავარაუდოდ, ზაფხულში გადადგება. რუსეთში ის ქვეყნის ლიდრებს შეხვდება და სიტყვით გამოვა სამხედრო-საზღვაო აკადემიაში.
XS
SM
MD
LG