Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართება თათბირი ლიბიის შესახებ


ინფორმაციით, რომელიც გაეროს დიპლომატების განცხადებებზე დაყრდნობით ვრცელდება, გაეროს უშიშროების საბჭო დღეს დახურულ კარს მიღმა ითათბირებს ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე. ამ ინფორმაციით, თათბირის გამართვა მოითხოვა უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩინეთმა, ლიბიიდან მიღებული წერილისა და რუსეთის მიმართვის საპასუხოდ. ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის განცხადებით, უშიშროების საბჭოს აკისრია პასუხისმგებლობა, შეაჩეროს, როგორც კადაფი აღნიშნავს, ლიბიის წინააღმდეგ აგრესია მას შემდეგ, რაც დასავლეთის თვითმფრინავებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს გაეროს უშიშროების საბჭოში მიღებული შესაბამისი რეზოლუციის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG