Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამანო: გაეროს ატომური უწყების როლი გადასინჯვას საჭიროებს


გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარე იუკია ამანოს განცხადებით, სააგენტოს როლი გადასინჯვას საჭიროებს იაპონიაში წარმოქმნილი კრიზისის ფონზე. ვენაში, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველი საბჭოს სხდომაზე, ამანომ ისაუბრა კრიზისიდან გამომდინარე დასკვნებზე, რომ შესაძლოა, გადასასინჯი იყოს სააგენტოს როლი ატომურ საფრთხესთან და უსაფრთხოების სტანდარტებთან მიმართებით და რომ აუცილებელია გაუმჯობესდეს კრიზისის შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტების ერთმანეთთან სწრაფად დაკავშირების შესაძლებლობები. ამ თემაზე ამანომ ისაუბრა მას შემდეგ, რაც ეწვია იაპონიას და იქ გაეცნო ვითარებას ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც მძიმედ დააზიანა 11 მარტის მიწისძვრამ და ცუნამიმ.
XS
SM
MD
LG