Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტის წინაშე ნიკა გილაური, ვერა ქობალია და კახა ბაინდურაშვილი წარდგებიან


"სამთავრობო კვირეულის" ფორმატში პარლამენტის წინაშე დღეს ნიკა გილაური, ვერა ქობალია და კახა ბაინდურაშვილი წარდგებიან. პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მწვავე კითხვებს დასვამს და მთავრობის არგუმენტირებულ პასუხებს მოისმენს. "საგანგებო კვირეულის" ფარგლებში პლენარული სხდომა 11:00 საათზე დაიწყება, პრემიერ-მინისტრი კი დეპუტატების წინაშე 12:00 საათზე წარდგება. პრემიერის მოსმენის შემდეგ ეკონომიკური გუნდის წევრები – ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გამოვლენ. მინისტრების გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება. 23-24 მარტის სესიაზე გამოვლენ ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი. საგანგებო კვირეულს 25 მარტს, ისევ პრემიერ-მინისტრი დაასრულებს, რომელიც პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით მივა. ამ დღეს მივლენ პარლამენტში ძალოვანი მინისტრები და თუ დეპუტატებს მათდამი კითხვები ექნებათ, სამთავრობო ლოჟიდან უპასუხებენ.
XS
SM
MD
LG