Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის რეზერვისტთა ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართება


"ქართული პარტია" დავით გარეჯის რეზერვისტთა ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც "ქართული პარტია" ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონი აღდგა და იქ განხორციელებული წვრთნები VI საუკუნის უნიკალური ძეგლის დაზიანებას იწვევს. პარტიის წევრთა განცხადებით, თუ თავდაცვის სამინისტრო გარეჯის ტერიტორიაზე წვრთნებს არ შეწყვეტს, მათი პროტესტი უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და მასში მთელი საქართველო ჩაერთვება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი დავით გარეჯის უდაბნოში საარტილერიო წვრთნების შესახებ ინფორმაციას უარყოფს, წერს ”ინტერპრესნიუსი”.
XS
SM
MD
LG