Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფუკუსიმა დაიიჩიზე” გამაგრილებელი სამუშაოები განახლდა


იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა დაიიჩიზე" კვლავ გაჩნდა სქელი კვამლი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია მეორე და მესამე ენერგობლოკებზე. მათივე ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის გაგრილების მიზნით ზღვის წყლის ჭავლი და ყველა სხვა სამუშაო რამდენიმე ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა, ამ დროისათვის სამუშაოები განახლებულია. ატომური საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო, ორშაბათს აცხადებდა, რომ სიტუაცია ”ფუკუსიმა დაიიჩიზე” უკიდურესად რთულია, თუმცა მას ეჭვი არ ეპარება, რომ კრიზისი დაძლეული იქნება.
XS
SM
MD
LG