Accessibility links

გაეროს უსაფრთხოების საბჭო ლიბიას სპეციალური სხდომის მოწვევაზე უარს ეუბნება


გაეროს უსაფრთოხების საბჭომ ლიბიას უარი უთხრა მოიწვიოს სპეციალური სხდომა - საერთაშორისო ძალების დარტყმებთან და ლიბიის საჰაერო სივრცის დახურულ ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით. თხოვნა - ჩატარებულიყო სპეციალური სხდომა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსი კუსიმ გაუგზავნა, რომელიც მოუწოდებს გაეროს განიხილოს ლიბიის წინააღმდეგ ”სამხედრო აგრესია”. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაეროს უსაფრთხოების საბჭო გამართავს დაგეგმილ შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან, სადაც ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთოხების საკითხებზე ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG