Accessibility links

logo-print

დასავლეთის კოალიციის ძალები ლიბიაში დარტყმებს განაგრძობენ


დასავლეთის კოალიციის ძალები გასულ ღამეს კვლავ აგრძელებდნენ დარტყმებს ლიბიის მმართველი ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებზე. კიდევ ერთი დაბომბვა განხორციელდა დედაქაალქ ტრიპოლიზე. ლიბიელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ბევრი ადამიანი დაიღუპა სირტას აეროპორტში განხორციელებული სროლის დროს. როგორც ”ბი-ბი-სი” იუწყება, ამ ინფორმაციას სხვა რაიმე წყარო არ ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო ძალების ჩარევის შედეგად, შეჩერებულია მუამარ კადაფის მომხრეების შეტევა ამბოხებულებზე, რომლებიც გასულ კვირას დამარცხების ზღვარზე იმყოფებოდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ორშაბათს დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში ამერიკელები სამხედრო ოპერაციის კონტროლს კოალიციის მოკავშირეებს გადააბარებენ.
XS
SM
MD
LG