Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაიმ დაასახელა ადგილები, რომელთაც ივლისიდან ავღანელები გააკონტროლებენ


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, მისი უშიშროების ძალები ივლისიდან ჩაიბარებენ უსაფრთხოებაზე ზრუნვას ქვეყნის შვიდ რაიონში. ეს არის პირველი ნაბიჯი გეგმით, რომელიც ითვალისწინებს 2014 წლის ბოლოსთვის მთელი ქვეყნის გაკონტროლებას ავღანელი პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიერ. კარზაის განცხადებით, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ავღანელებისთვის ჩაბარების პირველი ეტაპი მოიცავს ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშკარ გაჰს, დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერათს, ჩრდილოეთში - მაზარ-ი შარიფს და აღმოსავლეთში - ლაღმანის პროვინციაში მდებარე მეჰტეროამს. ამავე სიაშია შესული ბამიანისა და პანჯშირის პროვინციები, ისევე როგორც ქაბულის პროვინცია გარდა სურობის რაიონისა, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოდ არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG