Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 43 ადამიანი დაიღუპა მაღაროში აფეთქების შედეგად


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 43-მდე გაიზარდა კვირას ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი. არავინ გადარჩენილა. სამაშველო სამუშაოები მაღაროში, რომელიც ბალუჩისტანის პროვინციაში მდებარეობს, უკვე შეწყვეტილია. ექსპერტ იფტიხარ აჰმედის განცხადებით, მაღაროს ჩამონგრევა გამოიწვია მეთანის გაზის აფეთქებამ და დაღუპულების უმრავლესობა გაზით გაიგუდა. ორი კვირის წინ მაღარო სახიფათოდ გამოცხადდა, მაგრამ, აჰმედის განცხადებით, გაფრთხილება უგულებელჰყვეს.
XS
SM
MD
LG