Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში მთავრობის წევრებისა და დეპუტატების დებატები დაიწყო


საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრებისა და დეპუტატების ერთკვირიანი დებატები დაიწყო. ე.წ. სამთავრობო კვირეული დღეს გაიხსნა პრემიერ-მინისტრის თითქმის ერთსაათიანი მოხსენებით ქვეყნის ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და განვითარების 10-პუნქტიანი გეგმის შესახებ. ნიკა გილაურის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა, რომელიც პარლამენტის წევრთა შეკითხვებს დღის 4 საათიდან უპასუხებს. დღესვე დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას, მოსმენა.
XS
SM
MD
LG