Accessibility links

უკრაინაში იძიებენ ყოფილი პრეზიდენტის როლს ღონღაძის მკვლელობაში


უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის 2000 წლის მკვლელობასთან ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას შესაძლო კავშირის დასადგენად. ამის შესახებ განცხადება დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა უკრაინის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, რენატ კუზმინმა. „ვადასტურებ, რომ ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მიმართ მართლაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. კუჩმა ეჭვმიტანილია უფლებამოსილებების გადაჭარბებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებისათვის უკანონო განკარგულებების გაცემაში, რომლებსაც შედეგად მოჰყვა ჟურნალისტის მკვლელობა“, განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ. გიორგი ღონღაძე, რომელიც კრიტიკულად აფასებდა კუჩმას მმართველობას, 2000 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. მოგვიანებით ის მოკლული, თავმოკვეთილი იპოვეს კიევის მახლობლად ტყეში.
XS
SM
MD
LG