Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესმდივანი: ლიბიაზე პუტინის განცხადება მისი "პირადი აზრი" იყო


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, პუტინის პირად მოსაზრებას ასახავდა განცხადება გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის მანდატს იძლევა. გუშინ პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გააკრიტიკა პუტინის გამონათქვამი, რომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციისაკენ მოწოდება ჰგავს ჯვაროსნული ომისაკენ მოწოდებას, რომლითაც შუა საუკუნეებში გამოდიოდნენ. როგორც პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის ოფიციალური პოზიცია გამოთქვა პრეზიდენტმა მედვედევმა. ამ თემას პესკოვი შეეხო სლოვენიაში, სადაც პუტინის ვიზიტი მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG