Accessibility links

logo-print

იემენის პრეზიდენტი მზად არის, გადადგეს 2012 წლის იანვარში


იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს 2012 წლის იანვრისთვის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზების შემდეგ. პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, სალეჰი არ აპირებს ძალაუფლებაზე უარის თქმას, თუ არ ეცოდინება, ვინ დაიკავებს მის ადგილს. ოპოზიციის პრესმდივანმა უმალვე უარყო მისი წინადადება, როგორც „მორიგი პოლიტიკური მანევრი“. დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია დესტაბილიზაციის გამო იემენში, სადაც ათობით ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ სალეჰის 32-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღებას.
XS
SM
MD
LG