Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში გრძელდება ძალისხმევა რეაქტორების გასაციებლად


იაპონიაში ინჟინრებმა შეძლეს, ისევ შეერთებინათ ელექტროკაბელები ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორში. მაგრამ ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კიდევ დიდი სამუშაოა დარჩენილი, ვიდრე შესაძლებელი იქნება, ჩაირთოს ელექტრომომარაგება საწარმოს გამაციებელი სისტემის ასამოქმედებლად. ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური მძიმედ დააზიანა 11 მარტის მიწისძვრამ და ცუნამიმ. დღეს ისევ აუვიდა კვამლი, სულ ცოტა, ერთ რეაქტორს, მაგრამ საწარმოს თანამშრომლები განაგრძობენ მუშაობს რეაქტორებისა და გამოყენებული საწვავისათვის განკუთვნილი საცავების გასაციებლად, რათა არ დაუშვან მაღალი რადიაციის გავრცელება. ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 8 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 12 600 ადამიანი.
XS
SM
MD
LG