Accessibility links

ღაზის სექტორში ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა


პალესტინელების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ღაზის სექტორში ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 13 დაიჭრა ისრაელის სარაკეტო თავდასხმებისა და საჰაერო რეიდების შედეგად. ამავე წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ჭურვები ესროლა ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ გარეუბანს ისრაელისათვის ოთხი რაკეტის დაშენის საპასუხოდ და „სინანული“ გამოთქვა ინფორმაციის გამო, რომ მსხვერპლს შორის სამოქალაქო პირები არიან. ამ თავდასხმამდე ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს რამდენიმე ადგილი, მათ შორის ექსტრემისტების სავარაუდო გვირაბები და იარაღის დასამზადებელი და შესანახი ობიექტები ღაზის სექტორში.
XS
SM
MD
LG