Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ეს ცვლილებები უკავშირდება გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გამო მთავრობაში დაკავშირებულ სტრუქტურულ გადაჯგუფებას. სააგენტო civil-ge-ს ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება არსებული 27.2 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარამდე შემცირდა მისი უფლებამოსილებების შეკვეცის შესაბამისად. პარალელურად, გაიზარდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მთლიანი დაფინანსება. არსებული 204.7 მლნ ლარიდან ის 216.8 მლნ ლარი გახდა, ვინაიდან სწორედ ამ უწყებაში მოიყარა თავი ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულმა ფუნქციებმა - რომლებიც უწინ გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს ეხებოდა. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 115 ათასი ლარით შემცირდა.
XS
SM
MD
LG