Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეიტსმა რუსეთში ლიბიის ოპერაციაზე ისაუბრა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა დღეს მოსკოვში ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის განხორციელების მიზნით საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებული ოპერაციისას ყველაფერი კეთდება სამოქალაქო პირების მოკვლის თავიდან აცილების მიზნით. გეიტსი რუსეთში ანტი-სარაკეტო სისტემაზე სასაუბროდ ჩავიდა, თუმცა მისი ორდღიანი ვიზიტის მთავარი თემა ლიბიის მოვლენები გახდა. გეიტსმა შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან - რომელმაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ მოსკოვს აშფოთებს სამოქალაქო პირთა დაღუპვის შესაძლებლობა, ლიბიაში ძალის „განურჩეველი“ გამოყენების გამო.
XS
SM
MD
LG