Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტში სტარტი აიღო მინისტრთა კვირეულმა. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 22 მარტს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი წარდგნენ. საქართველოს პარლამენტი ამ ეტაპზე ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე აკეთებს აქცენტს. რა საკითხები უნდა გამოიკვეთოს მსგავსი კვირეულების ფარგლებში, და ხომ არ დარჩება ეს კვირეულები მხოლო კვირეულებად? ამ თემაზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ გია ვოლსკი, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი: ”მსგავსი ტიპის წამოწყება ნამდვილად პროგრესული ნაბიჯია და ის მისასალმებელია, თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის გარკვეული სახელისუფლებო ანგარიში დასავლეთისადმი იმ გზავნილებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად იღებს დასავლელი პარტნიორებისაგან და რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის პარლამენტის გაძლიერებას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ მინისტრთა კვირეული გარკვეულწილად პიარის ხასიათს ატარებს და მისი მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესის წარმოჩენა უფროა ვიდრე რაიმე კონკრეტულ შედეგებზე გასვლა. თუმცა არ შეიძლება მხოლოდ უარყოფითზე ვილაპარაკოთ - თუკი აღნიშნულ კვირეულებს განვითარება მიეცემა, რა თქმა უნდა, ეს რაღაც კონკრეტულ შედეგამდე მიგვიყვანს”, - ამბობს გია ვოლსკი.

XS
SM
MD
LG