Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთში უცხოელი სტუდენტებისათვის წესები გამკაცრდება


დიდ ბრიტანეთში გამოაცხადეს ზომები, რომლებსაც ამ ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების სწავლების რეფორმასთან დაკავშირებით გაატარებენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დაგეგმილია მნიშვნელოვანი შემცირება იმ უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არ არიან. მინისტრის თქმით ეს ზომა მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც სტუდენტურ ვიზებს დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასასვლელად იყენებს. ახალი წესების მიხედვით სტუდენტებს უფრო მკაცრად მოსთხოვენ ინგლისური ენის ცოდნას, გამკაცრდება ნათევასების ჩასვლა და შეიზღუდება სწავლების დროს მუშაობის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG