Accessibility links

logo-print

პუტინი სერბიაში ჩადის გაზსადენსა და კოსოვოზე მოსალაპარაკებლად


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს სერბიას ეწვევა გაზსადენის პროექტზე მოსალაპარაკებლად. პუტინი სერბიის პრეზიდენტ ბორის ტადიჩთან შეხვედრაზე განიხილავს სამხრეთის ნაკადად წოდებულ გაზსადენთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტი ითვალისწინებს გაზის ექსპორტს სამხრეთ რუსეთიდან შავი ზღვის გავლით ბალკანეთში და იქიდან უნგრეთსა და ავსტრიაში. მოსკოვი იმედოვნებს, რომ სამხრეთის ნაკადი, რომელიც "ნაბუკოს" პროექტის კონკურენტად არის მიჩნეული, 2015 წელს ამოქმედდება. პუტინის ვიზიტის დროს მოსალოდნელია ლიბიაში მიმდინარე პროცესებისა და კოსოვოს სტატუსის განხილვაც. რუსეთი მხარს უჭერს ბელგრადს, რომელიც უარს ამბობს, აღიაროს კოსოვოს მიერ 2008 წელს ცალმხრივი წესით გამოცხადებული დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG