Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი ისევ იწვევს თალიბანს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ისევ მიიწვია თალიბანი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და მოუწოდა მას, ბოლო მოუღოს სკოლებზე თავდასხმას. კარზაისთვის დღეს პირველი სამუშაო დღე იყო ავღანური საახალწლო უქმე დღეების შემდეგ. ის ემოციური მიმართვით გამოვიდა ქაბულში, ამანის უმაღლეს სასწავლებელში და განაცხადა, რომ მთავარი არის განათლება - ავღანეთის ფეხზე დასაყენებლად. ბოლო რამდენიმე კვირაა, ავღანეთის მთავრობა და მისი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ცდილობენ მოლაპარაკებებზე თალიბანის დაყოლიებას. მაგრამ ჯერ არ არის ნათელი, ექსტრემისტები თანახმა არიან თუ არა ასეთ პროცესში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG