Accessibility links

logo-print

„ოპოზიციური რვიანი“ ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევს


"ოპოზიციური რვიანი" ხელისუფლების მხრიდან მათ შეთავაზებებზე ადეკვატური ნაბიჯების არარსებობის შემთხვევაში მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით დღეს, "რესპუბლიკური პარტიის" ოფისში, "რვიანის" ერთობლივი განცხადება გაკეთდა, რომელსაც ხელს 8 პარტიის ლიდერები აწერენ. "ჩვენ ვალდებულნი ვართ მივმართოთ ადეკვატურ ზომებს და განვაცხადოთ: ოპოზიციასთან, პირველ რიგში "რვიანთან", შეთანხმების გარეშე ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ხოლო თუ ჩაატარებს, ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ხალხის ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან. ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლსი ავტორთ თქმით, ხელისუფლების ადეკვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღება მთელ ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიულ რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად“ "ოპოზიციური რვიანი" დარწმუნებულია, რომ საქართველო გზის გასაყართან იმყოფება და ან მოახერხებენ საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ ცვლილებებს ან ქვეყნის მართვის სადავეები აღმოჩნდება უზურპატორის - ნეობოლშევიზმის გზაზე დამდგარი მოქმედი ხელისუფლების ან მისი დამამხობლის ხელში.
XS
SM
MD
LG