Accessibility links

logo-print

ვლადიმერ პუტინი კოალიციას ისევ აკრიტიკებს


რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ხმამაღლა გააკრიტიკა კოალიცის მიერ ლიბიაში განხორციელებული საავიაციო იერიშები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და კადაფის მომხრე შეიარღებული ფორმირებების საჰაერო პოტენციალი განადგურებას. „რას ვხედავთ ჩვენ დღეს? იერიშები ხორციელდება ქვეყნსი მთელს ტერიტორიაზე. როგორ შეიძება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, ამოირჩიო ისეთი საშუალბები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაშ მსხვერპლის რაოდენობას ზრდის,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სერბიაში იმყოფება გაზსადენის პროექტზე. იგი ითვალისწინებს გაზის ექსპორტს სამხრეთ რუსეთიდან შავი ზღვის გავლით ბალკანეთში და იქიდან უნგრეთსა და ავსტრიაში. მოსკოვი იმედოვნებს, რომ სამხრეთის ნაკადი, რომელიც "ნაბუკოს" პროექტის კონკურენტად არის მიჩნეული, 2015 წელს ამოქმედდება. რუსეთი მხარს უჭერს ბელგრადს, რომელიც უარს ამბობს, აღიაროს კოსოვოს მიერ 2008 წელს ცალმხრივი წესით გამოცხადებული დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG